„რუსთავმა“ თურქეთში მოიგო, „ტორპედო“ დანიელებს დაუპირისპირდება #1TVSPORT
„რუსთავმა“ თურქეთში მოიგო, „ტორპედო“ დანიელებს დაუპირისპირდება #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე „რუსთავმა“ პირველი ამხანაგური მატჩი „სოგდიანას“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 დაამარცხა.

გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უზბეკეთის სუპერ ლიგის მერვეადგილოსან გუნდთან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ნიკიტა სლავიცკის, ნიკოლოზ ქუთათელაძის და სოლომონ კესის გოლებით გაიმარჯვა. შემდეგ მატჩს „რუსთავი“ 12 თებერვალს უკრაინის პრემიერ ლიგის „ოლექსანდრიასთან“ გამართავს.

12 თებერვალს კი ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. დირკ შუსტერის გუნდი დანიური „ლუნგბიუს“ წინააღმდეგ ითამაშებს.