„რუსთავმა“ შეკრება დაიწყო, ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

20:32, 13.02.2025

ქართულმა გუნდებმა თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრები გამართეს.

„რუსთავი“ თურქეთში ახლახანს გაემგზავრა, შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკურ „ტერმეზ სუჰრონთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.

ასევე უზბეკურ კლუბს შეხვდა ფოთის „კოლხეთიც“, რომლის მეტოქეც ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ფერღანის „ნეფტჩი“ იყო. მატჩი უზბეკეთის გუნდმა 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფოთელთა კარში ორივე გოლი „დინამო თბილისის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა გაიტანა.

„კოლხეთი“ (ფოთი) – „ნეფტჩი“ 1:2

„კოლხეთი“ (სასტარტო შემადგენლობა): ზნოვენკო, ფაღავა, ერაძე, დათუაშვილი, შეყილაძე, ხელაია, ინაიშვილი, ხარებავა, ბართიშვილი, ჩიქოვანი, ასპრილია.

მეორე ნახევარში შევიდნენ: გრიგალავა, ჩანქსელიანი, კვირკველია, კაპანაძე, ანდღულაძე, შეყილაძე.

მსგავსი