„რუსთავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო #1TVSPORT
„რუსთავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „კაისართან” გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.

რუსთაველებს ამხანაგური თამაში ვენის „რაპიდ 2“-თან ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ მეტოქე შეიცვალა და გადაწყდა, რომ ავსტრიელების ნაცვლად, გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბ „კაისართან” ითამაშებდა.

მატჩის ბედი ყაზახური გუნდის თავდამსხმელის, ბაკდაულეთ ზულფიკაროვის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

„რუსთავი“ შეკრებაზე კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.