რუსთავის სასამართლოში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერიან ირემაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულს თავდაპირველად კითხვები დაუსვა მისი ვინაობის შესახებ, რაზეც მან ადეკვატური პასუხები გასცა. დაკავების ოქმისა და სხვა პროცედურების შესახებ ბრალდებულს არ ახსოვდა. ამის შემდეგ, მოსამართლემ მას ბრალი გააცნო.
დღესვე სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას ბრალდებულისთვის სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებისა და ფსიქიატრიულ განყოფილებაში მისი დატოვების შესახებ.
რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.