რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მაკო გომურს, რომელმაც 21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, მხარდაჭერა გამოუცხადეს [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაკო გომურს, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციაზე გაშალეს პლაკატი წარწერით: „მაკო, შენ თვალი აგვიხილე.“ აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ: „მადლობა, მადლობა“.

მაკო გომური, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.