რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმა. ასევე, ადგილიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანები.

რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩება, ნაწილი კი სახლებში წავა.

შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ დაიშალა. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.