რუსთაველის გამზირზე დაშავებულ ორ პოლიციელს კლინიკებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
რუსთაველის გამზირზე დაშავებულ ორ პოლიციელს კლინიკებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

პოლიციელებს, რომლებიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ, კლინიკებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტლის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, პოლიციელს, რომელიც მათთან გუშინ მოათავსეს, უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მოხდა ცხვირის დაზიანებული ფრაგმენტების ფიქსაცია და დაშავებული პალატაშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, პაციენტის გაწერა დღის ბოლოს იგეგმება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულ პოლიციელს, რომელიც გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მოათავსეს, როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულს ხელგულის არეში აქვს ნაკვეთი ჭრილობა და მასაც, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

გუშინ, აქციის დაშლის დროს, კიდევ ორი ადამიანი, სამოქალაქო პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.