შსს – პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 37 პირი, დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი

23:45, 18.11.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 37 პირი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი