რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს
რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან ამ წუთებში ტრაქტორით მუშაობენ.

მათივე განცხადებით, გავლებულია ხნული და რამდენი ხის ახალი ბოძით არის დაფიქსირებული საოკუპაციო ხაზი.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირთან ხის ბოძები ორი დღის წინაც დაამონტაჟეს.

დატოვე კომენტარი