რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი შვეიცარიის სახელით იასპარეზებს #1TVSPORT
2024 წლის იანვრიდან ალექსანდრა კოსტენიუკი შვეიცარიის ქალთა ნაკრების წევრი გახდა. ეს ინფორმაცია შვეიცარიის საჭადრაკო ფედერაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ის ვაჟთა გუნდის ღირსებასაც დაიცავს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალექსანდრა კოსტენიუკი პირველი წარმატებული მოჭადრაკეა, რომელმაც სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა.
2022 წლის მარტში ალექსანდრა კოსტენიუკმა ხელი მოაწერა ღია წერილს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო დაგმობილი.
38 წლის ალექსანდრა კოსტენიუკი მსოფლიოს მე-12 ჩემპიონია და ის დღევანდელ რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.