ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ არ დაუშვა არცერთი რუსი სპორტსმენი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.
ჩემპიონატი 4-17 სექტემბერს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართება.
ამასთან, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა ნეიტრალური სპორტსმენების სია, რომელშიც 12 ძალოსანი შევიდა ბელარუსიდან.