რუსი დეპუტატი – რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები
რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა.
ალექსეი ჩეპას თქმით, ადამიანის უფლებათა სფეროს მოსამართლეები რუსეთს არ აურჩევია.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში, არ აგვირჩევია მოსამართლეები ადამიანის უფლებების მიმართულებით და არ უნდა ვაღიაროთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ალექსეი ჩეპამ.