რუსი ანალიტიკოსი - „რუბინი“ უფრო შედეგიანი იქნება, ქართველებს ერთად თუ ათამაშებენ
რუსი ანალიტიკოსი - „რუბინი“ უფრო შედეგიანი იქნება, ქართველებს ერთად თუ ათამაშებენ
„ყაზანის „რუბინი“ ისეთ სათამაშო სქემას არ იყენებს, რომელიც დავითაშვილისა და კვარაცხელიას პოტენციალის სრულად გამჟღავნების საშუალებას მისცემს“.- წერს რუსული ტელეკომპანია „ტნვ“-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ანალიტიკოსი არტურ ხალილულოვი.
 
რუსი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქართველების ერთად თამაში გუნდისთვის უფრო სასარგებლო იქნება.
„რუსეთის პრემიერლიგაში პირველი წრეში ჩატარებულ 15 მატჩში, ყაზანის „რუბინმა“ მხოლოდ 8 ბურთი გაიტანა. დაბალი შედეგიანობის მიზეზი ქართველების არასწორი გამოყენებაა. კვარაცხელია და დავითაშვილი, რომელთა შორისაც კარგი ურთიერთგაგებაა, მოედანზე ერთდროულად არ ჩნდებიან. და, თუ ერთ დროს თამაშობენ, კავშირი არ აქვთ – როგორც წესი, ქართველები საწინააღმდეგო ფლანგებზე თამაშობენ. საინტერესო იქნება 4-4-2 სათამაშო სქემა, სადაც თავდასხმაში დავითაშვილი იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე – კვარაცხელია. ან ვინ იცის, როგორ ითამაშებს ქართული შემტევი ტრიო მიქელთაძე-დავითაშვილი-კვარაცხელია, თუ მარცხენა ფლანგზე მოძრავი ტაშაევის მხარდაჭერა ექნებათ“.