რუსეთში წყალქვეშა ნავზე ხანძრისას 14 ადამიანი დაიღუპა

18:09, 02.07.2019

რუსულ წყალქვეშა საკვლევ აპარატზე ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობით, აალება ბიომეტრიული გაზომვების დროს, პირველ ივლისს მოხდა. აალებადი პროდუქტების ნამწვმა მეზღვაურების გაგუდვა გამოიწვია. ღრმაწყლოვან აპარატს რუსეთი ოკეანეების შესასწავლად იყენებს.

მსგავსი