რუსეთში, საბავშვო ბაღში მცირეწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
რუსეთში, საბავშვო ბაღში მცირეწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

რუსეთში, საბავშვო ბაღში მცირეწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული საბავშვო ბაღის უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელია.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულმა ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბოროტმოქმედი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუშვა. როგორც თავად დაკავებული აცხადებს, მას ბოროტმოქმედი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ეგონა.

31 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ნარიან-მარეს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბოროტმოქმედი შევიდა და ექვსი წლის ბავშვი მოკლა. 36 წლის ეჭვმიტანილი ამ დროს ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.