რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 791 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 791 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ვირუსს ქვეყანაში 791 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელია.

საერთო ჯამში რუსეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 146 069 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით რუსეთში 25 293 ადამიანი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში 5 882 295 შემთხვევაა დადასტურებული.