მარკო რუბიოს განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მე-4 ან მე-5 მუხლების მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.