მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის
აბუ დაბიში უკრაინას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის, ევროკავშირის, ნატო-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდებიან. კუშნერი სოციალურ ქსელში წერს, რომ თებერვლის შემდეგ ეს პირველი სამმხრივი შეხვედრაა და ამერიკის მიზანია, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად დასვას. მისივე თქმით, ვაშინგტონი ოთხ ძირითად პრიორიტეტზე მუშაობს. ესენია – საბრძოლო მოქმედებების დასრულება, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა და ომის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.