პიტ ჰეგსეტი – ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ ევროპასთან ურთიერთობას, ვასრულებთ სუბსიდირებული თავდაცვის ეპოქას და მოკავშირეებისგან ვითხოვთ ტვირთის რეალურ გაზიარებას
ჩვენ ხელახლა განვსაზღვრავთ ევროპასთან ურთიერთობას, ვასრულებთ სუბსიდირებული თავდაცვის ეპოქას და მოკავშირეებისგან ვითხოვთ ტვირთის რეალურ გაზიარებას, – ამის შესახებ ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, ნიუპორტში მდებარე საზღვაო ომის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის ომის მდივნის თქმით, ევროპელებმა თავად უნდა აიღონ მთავარი პასუხისმგებლობა საკუთარ სამოქმედო სივრცეზე.
ჰეგსეთის მტკიცებით, პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური პარადიგმის – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – და 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ფარგლებში, ის მოსაზრებები, რომლებიც 80 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკას, შეიცვალა.
„ჩვენს ნახევარსფეროში გადამწყვეტად ვმოქმედებთ. პრეზიდენტმა ტრამპმა „ტრამპის დამატების“ მეშვეობით ახალი სიცოცხლე შთაბერა მონროს დოქტრინას. მან გააძევა მტრული რეჟიმები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, და აქტიურად აღადგენს სტაბილურობას ამერიკის კონტინენტებზე. ამ უწყებამ ასევე ხელი შეუწყო ჩვენი სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვას, რადგან სახელმწიფო ვერ იქნება სახელმწიფო რეალურად დაცული საზღვრებისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი ნამდვილი სუვერენიტეტის გარეშე“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეთმა.