რუსეთში დღგ 20 პროცენტამდე იზრდება
რუსეთში დღგ 20 პროცენტამდე იზრდება

რუსეთში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 18-ის ნაცვლად, 20 პროცენტი იქნება. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო. შედეგად, 2019 წლიდან რუსეთის ბიუჯეტში დამატებით 600 მილიარდი რუბლის (9,5 მილიარდი დოლარი) მობილიზებას გეგმავენ.

მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა საპენსიო ასაკის ეტაპობრივ ზრდასაც. პენსიაზე მამაკაცები 65 წლის ასაკში გავლენ, ქალები კი 63 წლის ასაკში. დღეისთვის საპენსიო ასაკი კაცებისთვის 60, ქალებისთვის კი 55 წელს შეადგენს.

ჟურნალისტებმა ვლადიმერ პუტინს 2003 წელს გაკეთებული განცხადება გაუხსენეს. რუსეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგია და მისი მმართველობის პერიოდში ამას არ დაუშვებდა.