რუსეთში საპენსიო ასაკის ზრდა იგეგმება
რუსეთში საპენსიო ასაკის ზრდა იგეგმება

რუსეთის მთავრობა ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით, საპენსიო ასაკის გაზრდა ეტაპობრივად მოხდება.

პროექტის მიხედვით, 2028 წლიდან საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი იქნება, 2034 წლისთვის ქალებისთვის კი 63 წელი. პრემიერ-მინისტრის აზრით, აღნიშნული გეგმა საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

რუსეთის მთავრობა კანონპროექტს განსახილველად სახელმწიფო დუმას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

დიმიტრი მედვედევის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ინიციატივას, რადგან „თეორიული დისკუსიებისთვის დრო არ არის“.

ამჟამად რუსეთში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წლით, ქალებისთვის კი 55 წლით განისაზღვრება.