რუსეთში აცხადებენ, რომ თურქეთისა და სირიის დაპირისპირებას არ დაუშვებენ
რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრ ლავრენტიევი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის შეიარაღებული ძალების დაპირისპირებას არ დაუშვებს.
„ეს მიუღებელი იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლავრენტიევმა.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს ლავრენტიევმა თურქეთის მიერ მეზობელ სირიაში დაწყებული სპეცოპერაცია გააკრიტიკა.
ამასთან, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთს ეკონტაქტებიან, რომ შეტაკება არ მოხდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს პატრულირება თურქეთისა და სირიის არმიების „გამყოფი ხაზის“ გასწვრივ.