რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროს მედალი ჩამოერთვა - ბიატლონის ესტაფეტაში ახალი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნეს. მის ბიოლოგიურ პასპორტში ანომალიური მაჩვენებლები აღმოაჩინეს, რის გამოც, გაუქმდა სპორტსმენის შედეგები 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებს ჩამოერთმევა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ბიატლონის ესტაფეტაში მოპოვებული ოქროს მედალი. მაშინ უსტიუგოვთან ერთად, ოქროს მედლები მიიღეს ალექსეი ვოლკოვმა, დმიტრი მალიშკომ და ანტონ შიპულინმა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოქრო გადავა გერმანიის ნაკრებთან, ვერცხლს მიიღებს ავსტრია, ბრინჯაოს – ნორვეგია.