რუსეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩი დაიბარა
რუსეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუმინეთის ელჩი საგარეოში დაიბარეს, რათა იმ საპასუხო ზომების შესახებ აცნობონ, რისი მიღებაც რუსეთის საკონსულოს დახურვის შემდეგ გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბუქარესტში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა და ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.