რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელ ლეონიდ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელ ლეონიდ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 იანვარს რუსეთში ლეონიდ ვოლკოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მას არასანქცირებულ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვაში ედება ბრალი.
გამოძიება ამბობს, რომ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ვოლკოვი არასრულწლოვნებს მოუწოდებს, არასანქცირებულ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
ამ დროისთვის ვოლკოვი რუსეთში არ იმყოფება. მან ქვეყანა 2019 წელს დატოვა.