დიმიტრი პესკოვი - არ არის საჭირო პუტინის შიში, პუტინს პატივი უნდა სცენ და მოუსმინონ
დიმიტრი პესკოვი - არ არის საჭირო პუტინის შიში, პუტინს პატივი უნდა სცენ და მოუსმინონ

არ არის საჭირო პუტინის შიში, პუტინს პატივი უნდა სცენ და მოუსმინონ, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გზავნილს, რომ ლიეტუვაში პუტინის არავის ეშინია.

ნაუსედას ეს განცხადება გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირეზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმას ეხებოდა, რომელსაც თავს ლიეტუვაში დაესხნენ. ვოლკოვზე თავდასხმის შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ეს აშკარად კრემლის გავლენით მოხდა. ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვაში პუტინის არავის ეშინია.

ვოლკოვზე განხორციელებულ თავდასხმაზე კი პესკოვის პასუხი ასეთია:

„ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ლიეტუვაში ხალხს რა ემართება. ვფიქრობ, ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოთ ან პოლიციას“.