რუსეთისა და ბელარუსის ნაცვლად საქართველო და ლუქსემბურგი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ხელბურთში #1TVSPORT
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი და ბელარუსი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მათ საქართველო და ლუქსემბურგი ჩაანაცვლებს.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს, მედლებისთვის 24 ნაკრები იასპარეზებს. ოთხი მათგანის ვინაობა ცნობილია: მასპინძელი გერმანია, მოქმედი ჩემპიონი შვედეთი, პრიზიორები – ესპანეთი და დანია. დანარჩენი 20 საგზურის მოსაპოვებლად წლეულს ოქტომბერში 32 გუნდი იბრძოლებს.
ისინი წილისყრით 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. თითოეულიდან ორ-ორი უძლიერესი და მესამეადგილოსანთა შორის ოთხი საუკეთესო გერმანიაში გამგზავრების უფლებას მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც ჩემპიონატიდან რუსეთისა და ბელორუსის გუნდები მოკვეთეს, მათი ადგილი საქართველოს და ლუქსემბურგის ხელბურთელებმა დაიკავეს.
შესარჩევი ეტაპის წილისწყრა გერმანიაში 31 მარტს გაიმართება და გაირკვევა, ჯგუფებში ვინ ვის დაუპირისპირდება. რეიტინგის მიხედვით საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 32 გუნდი 4 კალათაშია გადანაწილებული:
I კალათა: ნორვეგია, საფრანგეთი, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი, პორტუგალია, ისლანდია ავსტრია
II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, შვეიცარია, უკრაინა
III კალათა: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ლიეტუვა, ლატვია, ისრაელი, სლოვაკეთი, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი
IV კალათა: კოსოვო, ბელგია, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, იტალია, საქართველო, ლუქსემბურგი