რუსეთის ტულის ოლქში უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი დაბომბეს
გვიან ღამით რუსეთის ტულის ოლქში უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი დაბომბეს.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
კომპანია Wildberries-ში განაცხადეს, რომ ობიექტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ბოლო პერიოდში Wildberries-ის საწყობები არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე. რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონებმა ვლადიმირის ოლქში მდებარე Wildberries-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საწყობი გაანადგურეს. მანამდე კი იერიში მიიტანეს სამარის ოლქში მდებარე Wildberries-ის საწყობებზე.
პარალელურად, რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.