რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის გაუქმების პირობები დაასახელა

15:17, 08.07.2019
Journalists look at a Georgia Airways Boeing 737-500 passenger jet taxiing before take off for Moscow in Tbilisi airport, Georgia, on Friday, Jan. 8, 2010. A Georgian passenger plane carrying 85 passengers took off from Tbilisi on Friday and touched down at Moscow's snowy Domodedovo Airport two hours later in the first direct air service between Russia and Georgia since their August 2008 conflict, a sign that tensions may be easing between the former Soviet allies. (AP Photo/Shakh Aivazov)

ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების აკრძალვა საჰაერო სანავიგაციო მომსახურების დავალიანების სრულ დაფარვამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რასია 24-ის“ ეთერში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.

ამასთან, ტრანსპორტის სამინისტრო ქართული კომპანიებისგან, „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინისგან“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის წარდგენას ითხოვს.

„ფრენების შეჩერება გაგრძელდება რუსული მხარისთვის კომპანიების „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინის“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის, მათი აუდიტის წარდგენისა და რუსული მხარის მიერ მათი დადასტურების, ასევე ქართული მხარის მიერ საჰაერო სანავიგაციო მომსახურების სრული დაფარვის მომენტამდე“, – განაცხადა ვოლკოვმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

მსგავსი