რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბარენცის ზღვაში დაღუპულთა ვინაობა გაასაჯაროვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბარენცის ზღვაში დაღუპულთა ვინაობა გაასაჯაროვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბარენცის ზღვაში დაღუპულთა ვინაობა გაასაჯაროვა. საქმე ეხება 14 ოფიცერს, რომლებიც რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ნავზე ხანძარს ემსხვერპლნენ.

რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში პირველი თანრიგის შვიდი კაპიტანი და რუსეთის გმირის წოდების მფლობელი ორი სამხედრო მოსამსახურეა.

ამასთან, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ წყალქვეშა ნავზე ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბარენცის ზღვაში მომხდარის დეტალებს არ გაამხელს, რადგან ეს „სახელმწიფო საიდუმლოს“ წარმოადგენს.

ბარენცის ზღვაში მყოფ რუსულ წყალქვეშა ნავზე ინციდენტი პირველ ივლისს მოხდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია 3 ივლისს მიაწოდეს.