რუსეთის რაგბის კავშირმა ფიჯელი სპეციალისტის, ვაისალე სერევის სამუშაო გეგმა მოიწონა და მისი კანდიდატურა ქვეყნის შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაამტკიცა.
სერევის მთავარი მიზანი რუსეთის შიდკაცა ნაკრების 2019-2020 მსოფლიო სერიაში დაბრუნებაა, რისთვისაც გუნდს ჰონგ-კონგში გასამართი შესარჩევი ტურნირის მოგება მოუწევს. რუსულმა მხარემ ფიჯელ მწვრთნელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა , რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
ვაისალე სერევის დებიუტი რუსეთის შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 29 ნოემბერს დუბაის ტურნირზე შედგება.