რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს
ვაშინგტონის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი მზად არის სიტუაციის განვითარების ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის.
„ამერიკელმა კანონმდებლებმა, როგორც ჩანს, ანტირუსულ ლტოლვაში ყველა არსებული სანქციების ინსტრუმენტები გაიარეს, რაც დიდწილად არაეფექტური აღმოჩნდა, საბოლოოდ დაიშალა და უკვე დაიწყეს ისეთი, მათი აზრით, ძლიერი იარაღის შემუშავება, როგორიცაა მოსკოვის გამოცხადება, როგორც მათ თქვეს, ტერორიზმის სპონსორად. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის და თუ ვაშინგტონი მოსკოვთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტას გადაწყვეტს, ამაზე არ ვიღელვებთ“ – თქვა ზახაროვამ.
28 ივლისს აშშ-ის სენატმა მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო.