რუსეთის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა

08:00, 23.01.2022
Moscow, Russia - November 22nd, 2015: City traffic on the background building of the Russian Foreign Ministry, Moscow, Russia, November 22, 2015.

Moscow, Russia - November 22nd, 2015: City traffic on the background building of the Russian Foreign Ministry, Moscow, Russia, November 22, 2015.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ბრიტანეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება.

„მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლო-საქსების მეთაურობით უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.

მსგავსი