რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-ის პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება ნატო-სთან დიალოგში
აშშ-ის პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება ნატო-სთან დიალოგში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
„თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ნატო მუშაობს კონსენსუსის საფუძველზე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება შეერთებული შტატების პოზიცია, როგორც ეს ხდება“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.
გრუშკოს განცხადებით, ევროკავშირის განცხადებები რუსეთ-ნატოს საბჭოს პლატფორმაზე რუსეთის ფედერაციასთან ევროპული უსაფრთხოების განხილვის შესახებ მზადყოფნაზე მიუთითებს, რომ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ალიანსის ღია კარის პრინციპი მისსავე დაუცველობას ზრდის.