რუსეთის რაგბის ფედერაცია „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ მატჩამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაივლის კონსულტაციას
რუსეთის რაგბის ფედერაცია „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ მატჩამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაივლის კონსულტაციას

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის რაგბის ფედერაცია მათი ნაკრების თბილისში ჩამოსვლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის გავლას გეგმავს. შეხვედრა 21 ივლისსაა ჩანიშნული.

„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას აუცილებლად გავივლით. მოვისმენთ მათ რეკომენდაციას და სწორედ მისი მიხედვით ვიმოქმედებთ“, – წერია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ.