რუსეთის პრემიერი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სამსახურში დაბრუნდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამსახურში დაბრუნდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მკურნალობის კურსს გადიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, პრემიერის მოვალეობის შესრულებას კვლავ მიშუსტინი გააგრძელებს.