რუსეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მსაჯი სცემა (ვიდეო)
რუსეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მსაჯი სცემა (ვიდეო)

რუსეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომან შიროკოვმა მსაჯი ისე სცემა, რომ ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი სამოყვარულო ტურნირის ფარგლებში ჩატარებული მატჩის დროს მოხდა.

რუსეთის ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი მსაჯს თავს პირდაპირ მოედანზე დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გაირკვა, შიროკოვის განრისხების მიზეზი ის გახდა, რომ მსაჯთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ნიკიტა დანჩენკო წითელი ბარათის ამოღებას აპირებდა, რის გამოც რუსეთის ნაკრების ექსკაპიტნის მუშტები იგემა.

ძლიერი დარტყმისგან მსაჯი მინდორზე დაეცა და მას შიროკოვმა მუცელში წიხლი რამდენიმეჯერ ჩაარტყა. აუცილებელი გახდა სამედიცინო ჩარევა და ნაცემი არბიტრი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.