რუსეთის სპორტის სამინისტრომ შეაჩერა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის სახელმწიფო აკრედიტაცია. ეს გადაწყვეტილება 2020 წლის პირველ მარტამდე იქნება ძალაში.
რუსეთის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად აღიარა, რომ რუსულ მძლეოსნობასა და მთლიანად რუსულ სპორტში დოპინგის პრობლემა რეალურად არსებობს, რასაც აქამდე უარყოფდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას 2015 წლიდან მოყოლებული შეჩერებული აქვს საერთაშორისო ფედერაციის წევრობა, რისი მიზეზიც დოპინგის გამოყენება და დოპინგ-სინჯების გაყალბება გახდა. უკვე რამდენიმე წელია, რუსი მძლეოსნები საერთაშორისო ტურნირებზე ეროვნული დროშის გარეშე გამოდიან და პრობლემები აქვთ 2020 წელს ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.