რუსეთს ტოკიოს ოლიმპიადიდან სრული მოკვეთა ელოდება
რუსეთს ტოკიოს ოლიმპიადიდან სრული მოკვეთა ელოდება

რუსეთი, შესაძლოა, სრული შემადგენლობით არ დაუშვან 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. მიზეზად სახელდება რუსი მძლეოსნის, სიმაღლეზე მხტომელი დანილ ლისენკოს დოპინგ-სკანდალი, – წერს გაზეთ „სანდი თაიმსის“ (Sunday Times) ჟურნალისტი ჯორჯ არბუტნოტი.

22 წლის სპორტსმენი 2018 წლის სამი აგვისტოდან დროებით არის ჩამოშორებული საერთაშორისო ტურნირებს იმის გამო, რომ რამდენიმე დოპინგ-ტესტი გამოტოვა. გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ჩინოვნიკებმა, სავარაუდოდ, გააყალბეს ლისენკოს დოკუმენტები.

„რუსეთს, შესაძლოა, აუკრძალონ 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა იმის გამო, რომ ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა დაამზადეს ყალბი სამედიცინო დოკუმენტები, რომლითაც შეეძლოთ დაემალათ სიმაღლეზე მხტომელის დოპინგ-გამოსვლები. ლისენკო ოლიმპიური ოქროს ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნევა“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ არბუტნოტმა და დააანონსა ვრცელი სტატია „სანდი თაიმსში“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გამო, რუსი მძლეოსნები 2016 წლიდან საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით გამოდიან.