რუსეთის მთავრობა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების, ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე დუმის დეპუტატების ინიციატივას განიხილავს
რუსეთის მთავრობა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების, ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე დუმის დეპუტატების ინიციატივას განიხილავს

რუსეთის მთავრობა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატების ინიციატივას განიხილავს.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ოლეგ ოსიპოვმა განაცხადა.

„სახელმწიფო დუმის დეპუტატების მიმართვა განხილული იქნება“, – განაცხადა ოსიპოვმა შესაბამისი კითხვის პასუხად.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტის, ასევე რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.