რუსეთის ათობით რეგიონში, მათ შორის, სანქტ პეტერბურგში კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა
რუსეთის ათობით რეგიონში, მათ შორის, სანქტ პეტერბურგში კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონში ადამიანები სახლებში უნდა დარჩნენ. მათ საცხოვრებელი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა დატოვონ. მოსკოვში მსგავსი ტიპის შეზღუდვები უკვე დაწესებულია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 836 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან განკურნება 66-მა პაციენტმა მოახერხა, ცხრა ადამიანი კი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.