რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ქალაქი კონსტანტინოვკა დაიკავეს
რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ქალაქი კონსტანტინოვკა დაიკავეს.
რუსული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია, სადაც მას „კონსტანტინოვკის განთავისუფლების შესახებ აცნობეს“.
რუსეთის არმიაში აცხადებენ, რომ კონსტანტინოვკაში შესასვლელად არმიამ გადალახა დაბრკოლებების სისტემა – ციხესიმაგრეები და ეკლიანი მავთულხლართებით გამაგრებული ღობეები – რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში აშენებდნენ.
კონსტანტინოვკა დონეცკიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, რადგან აქ მდებარეობს რკინიგზის სატრანზიტო ცენტრი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება სრულად დასრულდა.
„ბოლო პერიოდში ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება სრულად დასრულდა და გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურება დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.