რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები უეფა-ს ტურნირებს დაუბრუნდებიან - გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღეს #1TVSPORT
რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები უეფა-ს ტურნირებს დაუბრუნდებიან - გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღეს #1TVSPORT

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები უეფა-ს ტურნირებს დაუბრუნდებიან.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, რუსეთის 17-წლამდე გოგონათა და ვაჟთა ნაკრები გუნდები უეფა-ს ტურნირებზე საკუთარი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვლენ. ასევე, ისინი მატჩებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩაატარებენ.

„ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ უფროსების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, ფეხბურთმა უნდა განაგრძოს მშვიდობის გზავნილების გაჟღერება. აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები, როგორც ბიჭების, ისევე გოგონების, დაბრუნდებიან უეფა-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე.

გუნდები შეჯიბრებებზე ჰიმნისა და დროშის გარეშე გამოვლენ, ასევე ითამაშებენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. რუსეთის სხვა კლუბები და ნაკრებები ტურნირებიდან მოკვეთილნი იქნებიან უკრაინაში ომის დასრულებამდე“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.