რუსეთი დოპინგის გამო ისევ დაისაჯა – ამჯერად, ხელბურთელებს ვერცხლის მედლები ჩამოართვეს

00:44, 20.01.2018

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ (EHF) გააუქმა რუსეთის 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების შედეგი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, – წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი. რუსებს ვერცხლის მედლები ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო ჩამოერთვათ. როგორც EHF-სგან ვგებულობთ, სამ რუს ხელბურთელს აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიაში ზაფხულში გაიმართა, რუსეთმა ფინალში 26:31 წააგო საფრანგეთის ნაკრებთან.

ევროპის ფედერაციის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნაკრების ორ ან მეტ წევრს აღმოუჩენენ დოპინგს, სანქციები, შესაძლოა, ეროვნულ ფედერაციასაც შეეხოს.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავარაუდო სასჯელზე რამდენიმე თვეში იმსჯელებენ.

მსგავსი