რუსეთი და აზერბაიჯანი პორტების დამაკავშირებელი საზღვაო ხაზის შექმნას აპირებენ
რუსეთი და აზერბაიჯანი პორტების დამაკავშირებელი საზღვაო ხაზის შექმნას აპირებენ

რუსეთი და აზერბაიჯანი პორტების დამაკავშირებელი საზღვაო ხაზის შექმნას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ბოჩარნიკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, საზღვაო სატრანსპრტო ხაზის გაყვანა ასტრახანის პორტ ოლიასა და ერთ-ერთ აზერბაიჯანულ პორტს შორის იგეგმება.

დიპლომატის თქმით, ასეთი პროექტის რეალიზაციის საშუალებას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ მიღებული კონვენცია იძლევა. ბოჩარნიკოვის თქმით, ასევე დაგეგმილია კასპიის ზღვაზე კრუიზების მოწყობაც.

მისივე თქმით, 2019 წელს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომლის წევრები იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან, რომელთაც კასპიის ზღვაზე გასასვლელი აქვთ. სწორედ ამ სხდომაზე განიხილება კასპიის ზღვის კონვენციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების რეალიზაცია.