რუმინულმა პრესამ უცნობი ფაქტი გაასაჯაროვა - საქართველოს ნაკრებს მოედანი არ მოუმზადეს და გუნდი თბილისში დაბრუნებას აპირებდა [ვიდეო] #1TVSPORT
რუმინულმა პრესამ უცნობი ფაქტი გაასაჯაროვა - საქართველოს ნაკრებს მოედანი არ მოუმზადეს და გუნდი თბილისში დაბრუნებას აპირებდა [ვიდეო] #1TVSPORT

რუმინულმა გამოცემა „გაზეტა სპორტულმა“ რუმინეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა – რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პლოეშტის სტადიონის ადმინსიტრაციამ საქართველოს ნაკრებს სათანადო პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც მატჩის ჩაშლა რეალური იყო. ამავე დროს, სხვა საინტერესო ამბავიც ამოვიკითხეთ.

ამბები, რაც თქვენ რუმინეთში – საქართველოს მატჩის დროს ტელევიზიით ვერ ნახეთ:

რუმინეთი ივნისის პირველ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოსთან 1:2 დამარცხდა. „სამფეროვნების” უძლურება მოკრძალებული, მაგრამ ორგანიზებული მეტოქის წინაშე აშკარა იყო. რა ვერ შენიშნეთ ტელერეპორტაჟის დროს?

 

1. ქართველები მონდომებით ემზადებოდნენ, რუმინეთის ნახევარზე კი მოდუნებული ატმოსფერო იყო

შესვენების დროს, როდესაც ანგარიში იყო 0:0, უზარმაზარი განსხვავება იყო ქართველი და რუმინელი სათადარიგოების მომზადებას შორის. ქართველები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებულები ჩანდნენ. ეს მინი-ვარჯიშზეც ჩანდა. ამ დროს, რუმინელებში საწინააღმდეგო განწყობა ჩანდა. მცირე ჯგუფებად დაშლილები ან საუბრობდნენ ან ერთობოდნენ და არანაირ ორგანიზიბულობას არ ავლენდნენ“, – წერს გამოცემა.

 

2. მათ საქართველოში დაბრუნება სურდათ

ორი გუნდის მენტალიტეტში სხვაობა ასევე აღნიშნა ვალერიუ როჩიტემაც, რომელიც პლოეშტის სტადიონის უეფა-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, ქართველებს ცოტა დააკლდათ, ამხანაგურ შეხვედრაზე უარი ეთქვათ.

„საქართველოს ნაკრებს ვარჯიშებზე პრობლემები შეექმნა, რადგან პლოეშტში 3 დღე წვიმდა და ბალახის მოთიბვა ვერ მოხერხდა. მათ ჰქონდათ ისეთი რეაქცია, რომელიც ჩვენ პლოეშტის სტადიონზე ჩამოსულ დიდ ნაკრებებს არ გამოუვლენიათ. მათ გაუგზავნეს წერილი ფედერაციას, რომ ჩასხდებოდნენ თვითმფრინავში და სახლში წავიდოდნენ. მე ავუხსენი, რომ მოედანი ოპტიმალურ პარამეტრებზე იყო შეკრეჭილი“, – თქვა რეჩიტემ Pro X-ის ეთერში.

დატოვე კომენტარი