რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ვალერი​ ზალუჟნის განცხადებას, რომ რუსულმა რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს 
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ვალერი​ ზალუჟნის განცხადებას, რომ რუსულმა რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს რუსული რაკეტების რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი​ ზალუჟნის განცხადებას.

როგორც რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა რუმინელმა სამხედროებმა საზღვრიდან 35 კილომეტრში დააფიქსირეს. სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნულ რაკეტას რუმინეთის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ზალუჟნის ცნობით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა. არსებული ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.