ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ზალუჟნის ცნობით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

„დღეს, 11 თებერვალს, 10:18 საათზე „კალიბრის“ ტიპის ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვის რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ისევ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამარხში“.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა. არსებული ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.