რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ

19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ​- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

მისივე თქმით, რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში. 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს კომისარს გავაცნობთ ამ ვიზიტის დეტალებს“, – განაცხადა ბოდგან აურესკუმ.

საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ, გვიან ღამით ესტუმრნენ. სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები დღეს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამასთან, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ.