რუმინეთის ნაკრებს 2023 წლამდე ტომალ ლევრემონი გაუძღვება.
44 წლის ფრანგმა სპეციალისტმა სარაგბო კარიერა „ბიარიცში“, „სტად ფრანსეში“ და „პერპენიანში“ გაიარა. მან საფრანგეთის ნაკრებში 27 მატჩი ჩაატარა და ოთხი ლელო დადო. ლევრემონი 8 ნომრის პოზიციაზე ასპარეზობდა. 1999 წელს იგი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, ექვსი ერი სამჯერ (1998, 2004, 2006) მოიგო და 2006 წელს საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.
მწვრთნელის რანგში ლევრემონი „ბაიონში“ და „დაქსში“ მუშაობდა. მან გარკვეული დრო საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გაატარა. რუმინეთის ნაკრებთან მუშაობა მან 2018 წლის თებერვალში, შერკინების მწვრთნელის რანგში დაიწყო.